კომაროვის სკოლას ჩვენი კურსდამთავრებული ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრა და საჯარო ლექცია, სახელწოდებით „უშავს, თუ არა უშავს - მაღალი პირადი და პროფესიული სტანდარტები“ ჩაატარა!
- 31 იანვარი, 2019
კომაროვის სკოლას ჩვენი კურსდამთავრებული ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრა. ალექსანდრე არის ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი საჯარო და კორპორაციული გამოსვლების დამსწრეები (დღემდე ჯამში 50,000 ადამიანზე მეტი) ერთხმად აღნიშნავენ სპიკერის უნიკალურ ხელწერას და გამოსვლების შინაარსის ძლიერ და დასამახსოვრებელ მუხტს.
ალექსანდრემ საჯარო ლექცია, სახელწოდებით „უშავს, თუ არა უშავს - მაღალი პირადი და პროფესიული სტანდარტები“ ჩაატარა. მან კომაროველებს არჩევანის გაკეთებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე ესაუბრა.
ლექცია განხორციელდა კლუბი KITE-ს (Komarov International Talk for Education) დახმარებით, რომელიც წელსაც აგრძელებს ფუნქციონირებას. კლუბის მიზანია სკოლაში საინტერესო ადამიანების მოწვევა, რომელთა საუბრების მოსმენის საშუალებით სკოლის მოსწავლეები შეძლებენ მათთვის აქამდე უცნობი თემების სწავლას ან ნაცნობი თემების ახლებურად დანახვას.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ბატონ ალექსანდრეს საინტერესო ლექციისათვის და კლუბ KITE-ს ლექციის ორგანიზებისთვის.