კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის?“ ფინალური ტური მეშვიდე კლასებს შორის დასრულდა VII – 7 კლასის გამარჯვებით!
- 19 დეკემბერი, 2018
კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის?“ ფინალური ტური მეშვიდე კლასებს შორის დასრულდა VII – 7 კლასის გამარჯვებით. გუნდი, „უცნობი", მონაწილეები: 1. საბა მახნიაშვილი, ლუკა აბრამიშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, ალექსანდრე ტორონჯაძე, ტატო ბერიაშვილი, ზვიად ონიანი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასით და სიგელით.
კომაროვის სკოლაში 2018 სასწავლო წლიდან ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს VII კლასელთა ეფექტურ ინტეგრაციას სასკოლო ცხოვრებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეები მზრუნველობას უწევენ მეშვიდე კლასელებს, გეგმავენ მათთვის შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებს. ამჯერად, X - 6 კლასის ორგანიზებით ჩატარდა ფინალური თამაში „რა, სად, როდის?“ და გამოვლინდა გამარჯვებული.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის მონაწილეებს და პროექტების სამსახურის ხელმძღვანელებს.