ინფორმაცია HMC-ის პროგრამაზე!

HMC-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

HMC-ის პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ბრიტანეთის წამყვან სკოლებში 2 წლის განმავლობაში.


შეგახსენებთ რომ გასულ წლებში HMC-ის საშუალებით კომაროვის 8 მოსწავლემ 2 წლიანი დაფინანსება მოიპოვა დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელ სკოლებში. მათგან ორმა - გიორგი კერატიშვილმა და გიორგი მდივნიშვილმა უკვე დაამთავრეს 2 წლიანი A-level-ის პროგრამა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

 

გიორგი მდივნიშვილი მილანში, Bocconi University-ში აგრძელებს სწავლას ეკონომიკის ფაკულტეტზე. აღსანიშნავია რომ Bocconi University მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა შორისაა ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტში.

 

გიორგი კერატიშვილი კი კემბრიჯის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას ეკონომიკის ფაკულტეტზე. დიდ ბრიტანეტში კემბრიჯი პირველი უნივერსიტეტია და აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გიორგი პირველი ქართველი სტუდენტია კემბრიჯის ბაკალავრიატზე.

 

გასულ წელს გამარჯვებულმა 5-მა კომაროვის მოსწავლემ: დემეტრე დევიძემ, ზურაბ ჩარკვიანმა, ლაშა თარგამაძემ, დავით ვეფხვაძემ და მიხეილ გაბუნიამ დიდი წარმატებით დაასრულეს პირველი წელი დიდ ბრიტანეთში და ასევე წარმატებით აგრძელებენ სწავლას.  ისინი ამ ეტაპზე აპლიკაციებს აგზავნიან ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში.  

 

ასევე, 2018 წელს გამარჯვებული მე-11-ე კლასის მოსწავლე მარიამ გედენიძე შეუერთდა მათ რიცხვს და წარმატებით დაიწყო პირველი წელი. 

 

კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს!


დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე

https://www.uniquelearning.co.uk/scholarships 

ან დარეკეთ ნომერზე: 0322 00 12 43


ზემოთ