კომაროვის სკოლის შიდა ჩემპიონატი - "ტვინების ბრძოლა"!
- 30 ოქტომბერი, 2018
კომაროვის სკოლაში პროექტების სამსახურის ხელნძღვანელმა - დიანა არჯევანიძემ "ტვინების ბრძოლის", შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩაატარა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა: 7-8-9 და 10-11-12 კლასებს შორის.
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის რეგიონალურ ჩემპიონატში. მათ გადაეცათ სიგელები და შესაბამისი დიპლომები.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ.