კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ანდრია კიკონიშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტში - "ახალგაზრდა ხელოვანი", გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა!

კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ანდრია კიკონიშვილმა, თანაკონკურსანტ ელენე მესხთან ერთად ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტში - "ახალგაზრდა ხელოვანი", გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. 

პირველ ტურში არჩეული 24 პროზაიკოსი მონაწილე ბაკურიანში 4 დღით საფინალო ეტაპზე გაემგზავრა. 

ახალგაზრდა პროზაიკოსებმა, ბაკურიანში კონსულტანტებისგან - ლექსო დორეულისა და პაატა შამუგიასგან საკვანძო ფრაზა მოისმინეს, რომელზეც ნაწარმოები ააგეს. არჩევანი ფრანც კაფკას ფრაზაზე შეჩერდა -  „ერთხელ დილით, როდესაც შფოთიანი სიზმრების შემდეგ გრეგორ ზამზამ გამოიღვიძა, აღმოაჩინა რომ...“ („მეტამორფოზა“). დაწერილი მოთხრობებიდან გამოვლინდა რჩეული თერთმეტი და ამასთანავე კონკურსის გამარჯვებული - პირველი ადგილი. ანდრია კიკონიშვილმა თავისი მოთხრობით, სახელად "?.." პირველი ადგილი, ელენე მესხთან ერთად გაიყო.

კონკურსის რჩეული თერთმეტი მოთხრობა, კრებულის სახით წიგნად დაიბეჭდება. წიგნი ასევე ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის.

კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.


კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც მრავალს უსურვებს. 


ზემოთ