წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასელს და ოქროს მედალოსნობის კანდიდატს - სოფი კიკნაძეს!
- 10 ოქტომბერი, 2018
სოფი:
Ø International Young Naturalists’ Tournament (IYNT)-ის კომაროვის გუნდის წევრი და ვერცხლის მედლოსანია.
Ø მეხუთე წელია რაც არის კლასის დეპუტატი.
Ø 2016-2017 წლებში იყო თვითმმართველობის თავმჯდომარე.
Ø კომაროვის მცირე მარკეტინგის საბჭოს წევრია, რის ფარგლებშიც არის ერთ-ერთი მმართველი, სოციალური გვერდის - Instagram-ის.
Ø მე-9 კლასში გახდა მე-10 კლასელების მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი.
Ø 2016 წელს მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ადგილოსანია.
Ø მე-7-მე-9 კლასების ფიზიკა-მათემატიკის გუნდური ოლიმპიადის გამარჯვებულია.
Ø ოლიმპიადა „კინგსის“ შემოდგომა-ზამთრის სეზონის გამარჯვებულია.
Ø „კინგს კვადრატის“ ფიზიკის ოლიმპიადის ფინალისტია.
Ø ოლიმპიადა „ევერესტის“ მრავალგზის ფინალისტია.
Ø საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ოლიმპიადის პირველი ხარისხის დიპლომისა და თასის მფლობელია.
Ø ცეკვავს ბავშვობიდან (3 წლიდან) და არის ჯგუფი swaggers-ის პროფესიონალი მოცეკვავე.
Ø პროფესიონალ მოცეკვავედ მუშაობდა შემდეგ სატელევიზიო შოუებში: ნიჭიერი, იქს ფაქტორი, ბრავო.
Ø პოლონეთში Fair Play Dance Camp-ის მონაწილეა.
Ø არის გამარჯვებული სხვადასხვა ცეკვის ოლიმპიდების.
Ø არის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის მესამე ადგილოსანი.
Ø არის დაჯილდოებული მხატვრული წერისთვის, ორიგინალირი აზროვნებისა და მსჯელობის უნარისთვის.
Ø დაამთავრა ხელოვნების გიმნაზიის საფორტეპიანო ექვსწლედი და ახლაც აგრძელებს დაკვრას მე-9 კლასში.
Ø უკრავს ორკესტრთან ერთად და იღებს მონაწილეობას საღონისძიებო საღამოებში.
Ø 2011-2013 წლებში დაჯილდოებულია სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობისათვის.
Ø სოფის საყვარელი ციტატაა - "ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს.” - ნაპოლეონ ჰილი.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს სოფის!