საქართველოს ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე!
- 12 სექტემბერი, 2018
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო 30-ე ოლიმპიადიდან (IOI 2018), რომელიც იაპონიაში, ქალაქ ცუკუბაში გაიმართა, ოქროს ორი მედლით დაბრუნდა.
საქართველოს ნაკრები 2018 წელს კომაროველი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
ნაკრების ლიდერი- გიორგი მანდარია. თანალიდერები-ზაზა გამეზარდაშვილი და ვახტანგ შეკიშვილი.
ნიკა ბირკაძემ და გიორგი კლდიაშვილმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. გიორგი კლდიაშვილი 340 მონაწილიდან 16 საუკეთესოს შორისაა, ხოლო ნიკოლოზ ბირკაძე ერთ ამერიკელ და ორ ჩინელ მოსწავლესთან ერთად მსოფლიოს უძლიერეს ოთხეულში შევიდა.
არაოფიციალური გუნდური შედეგით საქართველოს ნაკრები 87 სახელმწიფოს შორის 8 უძლიერეს გუნდს შორის არის.
აღსანიშნავია ნაკრების ხელმღვანელების მიზანმიმართული, დაუღალავი მოღვაწეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურისა“ და კომაროვის სკოლის წრის პედაგოგების ღვაწლი იმ წარმატებებში, რასაც საქართველოს ნაკრების წევრებმა ამ უპირველეს ტურნირზე და სხვადასხვა მაღალი კლასის ოლიმპიადებზე მიაღწიეს.
მნიშვენელოვანია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხედვა ამ მიმართულებით და საქართველოს საგნობრივი ნაკრებების კურატორის, ქალბატონ ნინო ცანდიშვილის შრომა და მზრუნველობა, რასაც ყველა საგნის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები გრძნობენ.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმღვანელებს, პედაგოგებსა და ყველა გულშემატკივარს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!