მე-7 კლასში მისაღები გამოცდა!
- 30 ივნისი, 2018
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 15 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან).
მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 8 საათსა და 30 წუთზე. გამოცდა დაიწყება 09:30-ზე. ტესტირების ხანგძლივობა 3 საათი და 30 წუთი.
გამოცდაზე მოსწავლემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, მოსწავლე არ დაუშვას გამოცდაზე.
მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის. სასურველია მოსწავლეს ჰქონდეს წყალი.
საგამოცდო ბილეთი შედგება 35 ამოცანისგან. მათგან 30 იქნება დახურბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.
1-30 ამოცანების სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ბოლო ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 36. სკოლაში ჩაირიცხება 127 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!