კომაროვის სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო!

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა- მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. მისაღები გამოცდა მე-7 და მე-8 კლასში გადმომსვლელთათვის ჩატარდება მათემატიკაში, ხოლო მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში გადმომსვლელთათვის - მათემატიკასა დაფიზიკაში.

 

რეგისტრაციის პირობები 

კომაროვის სკოლაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 6 ივლისის  ჩათვლით. 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე სკოლაში.

 

ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

მათთვის, ვისაც სურს რეგისტრაცია გაიაროს ადგილზე, სკოლაში - რეგისტრაცია იწარმოებს შაბათ-კვირის გარდა, 18 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან - 17:00 საათამდე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.

 

განაცხადის შევსებამდე ელექტრონულ მისამართზე k.exams2018@gmail.com უნდა გადმოაგზავნოთ ან სკოლაში მიიტანოთ:

1. ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.(ელფოსტაზე გამოგზავნის შემთხვევაში, სკანირებული ვერსია).

 

გამოცდაზე მოსწავლემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოცდო კომისია უფლებამოსილია, მოსწავლე არ დაუშვას გამოცდაზე.

 

მისაღები გამოცდების თარიღები

კომაროვის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მისაღები გამოცდა ფიზიკაში 

გაიმართება 9 ივლისს, მათემატიკაში - 10 ივლისს.  (ზუსტი დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს)

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 11 ივლისს, 10:00 საათზე.  


მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 15 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან). 


მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს  8 საათსა და 30 წუთზე. გამოცდა დაიწყება 09:30-ზე. ტესტირების ხანგძლივობა  3 საათი და 30 წუთი.


მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის. სასურველია მოსწავლეს ჰქონდეს წყალი.


საგამოცდო ბილეთი  შედგება 35 ამოცანისგან. მათგან  30 იქნება დახურბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით. 


1-30 ამოცანების სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ბოლო ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით,  რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.


ტესტის მაქსიმალური ქულაა 36. სკოლაში ჩაირიცხება 127 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.


სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას! 

 

მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მიღების პირობები

მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდის ტესტი შედგება 25 საკითხისაგან და თითოეულ საკითხს აქვს 6 სავარაუდო პასუხი.

იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაირიცხოს კომაროვის სკოლაში, მათემატიკაში უნდა მიიღოს არანაკლებ 15 ქულა და ფიზიკაში - არანაკლებ 13 ქულა.

 

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მშობელმა სკოლაში უნდა წარმოადგინოს:

 

·         2017-18 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ცნობა

·         დახასიათება სკოლიდან

 

სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.

 

მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ