- 16 ივნისი, 2018
კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული პიროვნების, შესანიშნავი მეუღლისა და მამის, გულისხმიერი და კარგი მეგობრის, ბავშვების უსაყვარლესი მასწავლებლის, ბატონ მურმან კაშიას გარდაცვალების გამო.
ბატონი მურმანი 2011 წლიდან მუშაობდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში და ამ მოკლე პერიოდში დაიმსახურა უდიდესი პატივისცემა კოლეგებსა და მოსწავლეებს შორის.
ბატონი მურმანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია „კომაროვის“ სკოლის გუნდისათვის. კომაროვის სკოლის თანამშრომლები თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
პანაშვიდი: 15-16. 06.2018
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, პერევენკოს ქ., მე-2 შესახვევი, ბოლო კორპუსი, მე-2 სართული.
გამოსვენება: 17.06.2018, 14 საათზე - წმინდა ლაზარეს ეკლესიიდან, ლუბლიანის ქუჩა, ტელეკომპანია იმედთან.