კომაროვის “საღამოს სკოლაში” რეგისტრაცია იწყება
- 26 აგვისტო, 2015
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა აცხადებს 2015-16 სასწავლო წელს „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. საღამოს სკოლა განკუთვნილია მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვი სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა (სურვილის შემთხევაში ფიზიკაც) კომაროვის სკოლის პროგრამით.
ერთ სასწავლო ჯგუფში ჩაირიცხება არაუმეტეს 15 მოსწავლე.
კურსის ხანგრძლივობა ზუსტად დაემთხვევა საჯარო სკოლის სასწავლო კალენდარს: 2015 წლის 14 სექტემბრიდან 2016 წლის 15 ივნისამდე. არდადეგები დაემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს. სწავლების პროცესი წარიმართება კომაროვის სკოლაში სკოლის პედაგოგების მიერ.
გაკვეთილები მათემატიკაში ჩატარდება კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, დღეში სამი გაკვეთილი, კვირაში აკადემიური 9 საათი. გაკვეთილები აღნიშნულ დღეებში დაიწყება 15:30 სთ-ზე და დამთავრდება 18:00 სთ-ზე.
„საღამოს სკოლაში” სწავლა ფასიანია:
მათემატიკის კურსის მომსახურების საფასური 2015-16 სასწავლო წელს არის 1000 ლარი.
მშობლის მიერ თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2015 წლის 12 სექტემბრისა – 500 ლარი;
მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2016 წლის 10 იანვრისა – 500 ლარი.
რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 31 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
ის მოსწავლეები, რომელთა შეფასება კომაროვის სკოლის მისაღებ გამოცდაზე მათემატიკაში არის 10,11,12,13 ან 14 ქულა, „საღამოს სკოლაში” მიიღებიან ტესტირების გარეშე;
საღამოს სკოლაში მისაღები ტესტირება ჩატარდება 2015 წლის 5 სექტემბერს, 10.00 საათზე კომაროვის სკოლაში;
ტესტირების შედეგები ცნობილი იქნება არაუგვიანეს 8 სექტემბერს. მშობელს ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ტესტირებაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ. გადახდა უნდა მოხდეს 2015 წლის 12 სექტემბრამდე.
იხილეთ „საღამოს სკოლის“ აღწერილობა
მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე.
სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი.
ბანკის კოდი BAGAGE22.
მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
ანგარიშისN:GE93BG0000000264170100.
დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში)
გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი.
გარდა მათემატიკისა, „საღამოს სკოლა”, სურვილის შემთხვევაში, დამატებით გთავაზობთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამის ფიზიკის გაღრმავებულ სასკოლო კურსს.
ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.
გაკვეთილები ფიზიკაში ჩატარდება კვირაში ერთხელ, სამშაბათს, ან ხუთშაბათს, დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი, კვირეული 3 საათი. გაკვეთილები აღნიშნულ დღეს დაიწყება 15:30 სთ-ზე და დამთავრდება 18:00 სთ-ზე.
ფიზიკის სრული კურსის მომსახურების საფასური 2015-16 სასწავლი წელს არის 400 ლარი. მშობლის მიერ თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2015 წლის 20 სექტემბრისა – 200 ლარი;
მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2016 წლის 10 იანვრისა – 200 ლარი.
ფიზიკაში “საღამოს სკოლის” მსურველები გადასახადს იხდიან ცალკე, იმავე ანგარიშზე, იგივე პროცედურით.
სწავლა დაიწყება 2015 წლის 14 სექტემბერს, 15:30 საათზე.
რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლაშიც, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 17 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313, 2392157.
577388322-ვალერი ზატუაშვილი, პროექტის კოორდინატორი.
შენიშვნა: მშობლების სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გრაფიკის ცვლილება.
გისურვებთ წარმატებას!