ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის ვაკის რაიონის მოსწავლეთა შორის ნახევარფინალში პირველ საუკეთესო ხუთეულში ორი კომაროველია!

კომაროვის სკოლაში ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის პირველი შესარჩევი ტური გაიმართა, სადაც  მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.


მონაწილეებისგან გამოვლინდა 13 საუკეთესო შედეგის მქონე, რომლებიც გადავიდნენ ნახევარფინალში. ვაკის რაიონის მოსწავლეთა შორის ნახევარფინალი  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. 


პირველ საუკეთესო ხუთეულში ორი კომაროველი გამოვლინდა: მეცხრე კლასის მოსწავლე, პანსიონის ბინადარი ნიკა ჩიტიძე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დავით ამბიძე, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.


კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც! 


ზემოთ