კომაროვის სკოლის მე-7, მე-10 და მე-9 კლასების სოციალური პროექტი!

დღევანდელ რეალობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია მოზარდი თაობა ჩაერთოს სოციალურ პროექტებში. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი  და მნიშვნელოვანი ბუნების დაცვა და გაფრთხილებაა. გაზაფხულის პირველივე თვეს ,,კომაროველები“ (მე-7, მე-10 და მე-9 კლასები) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - თამარ კობერიძისა და ნათია ნაყოფიას ინიციატივით სტუმრობდნენ ეროვნულ საშენ მეურნეობას.

სტუმრობისას  მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ფლორის ნაირსახეობა, მონაწილება მიიღეს ვორკშოპში - კოლხური ბზის დაკალმება და გადარგვა. განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდნენ გიდის საუბარს, ჩვენში  გავრცელებულ მცენარეებთან დაკავშირებით, თუნდაც ფიჭვის, ბზის, იფნის დაკალმება და დარგვა როგორ ხდება. 

საბოლოოდ სკოლაში დასაჩუქრებულნი დაბრუნდნენ და სკოლის ეზოში  ერთიანი საქართველოს რუკის ფორმით ფიჭვები დარგეს, სიმბოლოდ ქვეყნის ერთიანობისა; ,,ხეს დიდი ძალა აქვს, ამასთან იგი არის სიჯანსაღის და სიცოცხლის სიმბოლო. ხეები მგრძნობიარენი არიან. ისინი ჩვენი თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ რეალურად არსებულ სიყვარულს ამჟღავნებენ მათ მიმართ, ვინც ზრუნავს, უვლის, პატრონობს მათ. შევნიშნავთ იმასაც, რომ საოცარ ძალას იჩენენ ის ნერგები, რომელნიც დიდი გრძნობითა და სიყვარულით არიან დარგულნი. დიდი სიხარულიცა და დიდი მწუხარებაც ადამიანს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს: ამ გრძნობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ უნდა იქცეს ხეების დარგვა“.



ზემოთ