5 მაისს კომაროვის სკოლაში შეჯიბრი "პირველობა ჭადრაკში" ჩატარდა!
- 09 მაისი, 2018
5 მაისს კომაროვის სკოლაში შეჯიბრი "პირველობა ჭადრაკში" ჩატარდა სადაც მონაწილეობა 28 მოსწავლემ მიიღო.
მონაწილე გოგონებს შორის საუკეთესო იყო ნანა როგავა (მე-12 პირველი კლასი).
შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა ოსტატობის კანდიდატმა რატი მღვდელაძემ (მე-8 მეხუთე კლასი); მეორე ადგილზე გავიდა ოსტატობის კანდიდატი კოკა ბუკია (მე-11 მეორე კლასი); მესამე ადგილი დაიკავა ოსტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა (მე-12 პირველი კლასი); მეოთხე და მეხუთე ადგილები გაიყვეს ოსტატობის კანდიდატმა გიორგი დემურხანაშვილმა (მე-8 პირველი კლასი) და თანრიგოსანმა ირაკლი უგულავამ (მე-7 მესამე კლასი).
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს!