კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ნაკრების სახელით მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები, წამახალისებელი დიპლომი და მე-15 ადგილი მოიპოვეს!
- 27 აპრილი, 2018
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ნაკრების სახელით მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები, წამახალისებელი დიპლომი და მე-15 ადგილი მოიპოვეს!
9-15 აპრილს, ფლორენციაში მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა გაიმართა, სადაც ევროპის 37 და აშშ-ს, კანადის, ბრაზილის, მექსიკის, ავსტრალიის, იაპონიის, ინდოეთის, ისრაელის, საუდის არაბეთის, ტუნისის და სხვა, სულ 52 ქვეყნის გუნდის 195 მოსწავლე გოგონა მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა - თამარ კორკოტაშვილმა, თინათინ ქოქოშვილმა, ანა ონოფრიშვილმა და მზია აბჟანდაძემ წარადგინეს და მათ საერთო ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 შედეგი აჩვენეს.
ინდივიდუალურ შეჯიბრში ორმა მათგანმა - თამარ კორკოტაშვილმა და ანა ონოფრიშვილმა ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, მზია აბჟანდაძე კი წამახალისებელი დიპლომით დაჯილდოვდა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!