ბუნებისმეტყველთა კლუბის მუშაობის ფარგლებში კომაროვის მოსწავლეები ექსპერიმენტულ მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას და მათ ინტერპოლაციას გაეცნენ!
- 04 აპრილი, 2018
სტატისტიკური დამუშავების მეთოდით მოსწავლეებმა დაადასტურეს მონაცემთა სანდოობა, ხოლო ინტერპოლაციის მეთოდით დაადგინეს ლისის ტბის წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავრცელების არეალი. ამ აქტივობით მოხდა ერთგვარი ინტეგრაცია მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებს შორის.
2 მარტს კლუბის წევრთა ინიციატივით მოსწავლეები ესტუმრნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სადაც გაეცნენ ამინდის პროგნოზის შემუშავების პროცესს. მოსწავლეებს უმასპინძლეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილებ, ბატონმა გიორიგი კორძახიამ და ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსმა - დოდო გვაზავამ. მათ მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ მუშავდება ამინდის პროგნოზი თანამგზავრული ინფორმაციისა და რადარული მონაცემების გამოყენებით. ასევე, ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამინდის პროგნოზს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგისთვის.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს!