კომაროვის სკოლის ისტორიის კლუბის წევრ მოსწავლეებმა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის კონკურსში "დამოუკიდებლობა, ოკუპაცია - ბრძოლა თუ შეგუება?" პირველი ადგილი დაიკავეს!
- 22 მარტი, 2018
ცენტრმა საზოგადოებას შესთავაზა გამოფენა სახელწოდებით: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეფასებები ოკუპირებულ რეალობაში". პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო- შემეცნებითი კონკურსი "დამოუკიდებლობა, ოკუპაცია - ბრძოლა თუ შეგუება?"
საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან მონაწილე მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის პროცესში აღნიშნულ თემაზე უნდა დაეწერათ ესსე. სამ გამარჯვებულ გუნდს შორის პირველი ადგილი წილად ხვდათ კომაროვის სკოლის ისტორიის კლუბის წევრ XI - 2 კლასის მოსწავლეებს: ნინო ხაჩიძე, ლიზი კავილაძე, ბექა ჩოქური, აკაკი, ჩუხუა და გიორგი სუხიშვილი; მასწავლებელი - დიანა არჯევანიძე.
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებელი დააჯილდოვეს საგანგებო სიგელებით და ცენტრის უნიკალური გამოცემებით.
კომაროვის სკოლა დიდ მადლობას უხდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ასეთი საინტერესო პროექტისთვის და დიდ წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულებს მომავალშიც!