ბუნებისმეტყველთა კლუბის პროექტი - „ლისის ტბის ჰიდრობიოქიმიური მდგომარეობის შეფასება“!
- 26 თებერვალი, 2018
ბუნებისმეტყველთა კლუბმა მეორე სასწავლო სემესტრიდან განაახლა მუშაობა პროექტზე - „ლისის ტბის ჰიდრობიოქიმიური მდგომარეობის შეფასება“. დაიგეგმა მესამე ექსპედიცია ლისის ტბაზე.
ექსპედიცია მოიცავდა წყლის ნიმუშის აღებასა და შემოწმებას. კერძოდ, მოსწავლეებმა გაზომეს წყლის ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, მარილიანობა და ელ. გამტარობა. ამასთან, ნიმუში გადაიგზავნა ანალიზისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავდა შეხვედრას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორთან, ბ-ნ ალექსანდრე სურმავასთან. მოხსენება უკავშირდებოდა ქიმიური ანალიზის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას. პროექტზე მუშაობა გრძელდება.