კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანსაღი ცხოვრების წესის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს!
- 29 იანვარი, 2018
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა "ვიდეო რგოლების და სლოგანების" კონკურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კერძოდ, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.
აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებს დაევალათ შეექმნათ მაქსიმუმ 6 წუთიანი ვიდეო რგოლი და სლოგანი, კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა და აზრის ორიგინალურად გადმოცემის უნარები.
კონკურსი გაიმართა სამ ეტაპად. კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ნინო ხაჩიძე, ლიზი კავილაძე, ცოტნე ფურცელაძე და ნიკოლოზ ჩიხლაძემ კონკურსში მეორე საპრიზო ადგილი დაიაკვეს. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და ფინანსური პრემია.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ!