საუკეთესო მასწავლებელი და დიდი ადამიანი - გრიშა წულაია!

"მახსოვს, ერთხელ, ძალიან რთულ ამოცანაზე გავიჭედეთ. გრიშამ დაგვაძალა – აბა, მერხებზე ადით, იქნებ ასე გამოვიდესო. ცოტახანი გაკვირვებულები კი ვიდექით მერხებზე, მაგრამ მოულოდნელად ერთ-ერთმა ჩვენგანმა ამოხსნას მართლაც მიაგნო. გრიშამ მაშინ გვითხრა, რომ ხანდახან სირთულის გადალახვას განსხვავებული, არასტანდარტული ხედვა სჭირდება. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა საპასუხისმგებლო მომენტში ბევრჯერ ავსულვარ მაგიდაზე და ისე მიპოვია გამოსავალი. გრიშა ყოველჯერზე ეშმაკურად მიღიმის და მეუბნება„ასეა, ალექსანდრე! ასეა“.

ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა გრიშა წულაიას შესახებ.


ზემოთ