საქართველოს ნაკრები მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე
- 05 მაისი, 2016
მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის საქართველოს ნაკრებები დაკომპლექტებულია.
მათემატიკის ნაკრების 6 მოსწავლიდან 3 კომაროველია, ხოლო ფიზიკის ნაკრების 5 წევრიდან ხუთივე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
მათემატიკის 57–ე საერთაშორისო ოლიმპიადა -“IMO 2016”, 6-16 ივლისს, ჩინეთში, კერძოდ ჰონგ-კონგში გაიმართება.
ფიზიკის 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადა IPHO 2016, 11-17 ივლისს, შვეიცარიაში, კერძოდციურიხშიგაიმართება.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ყველა მოსწავლეს!