კომაროვის კურსდამთავრებულებმა ისრაელში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სუპერფინალში ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!
- 25 ოქტომბერი, 2017
არიელის უნივერსიტეტში, ისრაელში 16-22 ოქტომბერს მათემატიკის მე-12 ღია საერთაშორისო ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალი გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 100-მა მოსწავლემ. მოსწავლეები საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან იყვნენ; ისინი შეუერთდნენ იმ 50 მონაწილეს, რომლებიც ისრაელის 5000 სტუდენტიდან წინა ტურებში ამოარჩიეს.
სუპერფინალში, კომაროვის კურსდამთავრებულებმა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გამარჯვებული მოსწავლეები არიან: გიორგი სვანაძე, ანანო ბასილაია და ელენე გაბელაია.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ!