კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასელი და ოქროს მედალოსნობის კანდიდატი - მარიამ გედენიძე!

მეგობრებო! წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის ახალ რუბრიკას - "მოსწავლის პროფილი"!

პირველი მოსწავლე კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასელი და ოქროს მედალოსნობის კანდიდატი - მარიამ გედენიძეა!


მარიამი:

Ø  კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულია, მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებებში და საუკეთესო დელეგატადაც დასახელდა.

Ø  ასევე სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული და სოციალური, განსაკუთრებით კი გენდერული საკითხებითაა დაინტერესებული.

Ø  მოპედების ჩემპიონატის ერთადერთი გოგო მონაწილე იყო და მეორე საპრიზო ადგილიც დაიკავა.

Ø  ასევე აქტიურადაა ჩართული თბილისის ველომოყვარულთა კლუბში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, მაგალითად ბაკურიანში თხილამურებზე სრიალს ასწავლიდა ბავშვებს.

Ø  უყვარს ლაშქრობა, გატაცებულია ფიგურული სრიალით და მსახიობობით; მონაწილეობდა სკოლის დრამაკლუბის სპექტაკლებში, რომლის მეშვეობითაც იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზეც გაემგზავრა.

Ø  სკოლის დებატკლუბის წევრია და სპიკერობითაცაა დაინტერესებული.

Ø  ახლახანს გოგონების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სახელწონდებით „გოგოები მომავლიდან“ მარიამის ფოტოც იყო წარმოდგენილი... გოგონა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლის პოტენციალი აქვს.

Ø  მომავალში სწავლის გაგრძელებას ამერიკაში გეგმავს და სურს მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და საჯარო ლექციები წაიკითხოს.

Ø  მარიამი ამბობს - "ნებისმიერი რამის მისაღწევად ბევრი შრომა და დროის სწორი მენეჯმენტია საჭირო და კიდევ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს!"


კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მარიამს! 


ზემოთ