კომაროვის სკოლაში დებატების ინგლისურენოვანი კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!
- 10 ოქტომბერი, 2017
კომაროვის სკოლაში მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის დებატების ინგლისურენოვანი კლუბი იწყებს ფუნქციონირებას.
დებატების კლუბის მიზანია:
1. მოსწავლეები შეაჩვიოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების წარმართვის ტექნიკას (BP Debate Format).
2. მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი და აიმაღლონ მეტყველების კულტურა.
3. მოსწავლეებს განუვითაროს:
· ინგლისურად საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დაცვის უნარი
· სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი
· კრიტიკული აზროვნების უნარი
· ესთეტიზმი და ჰუმანიზმი
· სხვათა აზრის მიღებისა და კამათის უნარი.
პირველი შეხვედრა შედგება - 11 ოქტომბერს, 14:30 საათზე.
კლუბის შეხვედრება გაიმართება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, 218-ე ოთახში.