კომაროვის მოსწავლეები მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ!
- 02 ოქტომბერი, 2017
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ კომაროვის მე-11 კლასის მოსწავლეები (მასწავლებლები: მაია მენთეშაშვილი, ანა მალიძე).
სახელმწიფო მუზეუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აკა მორჩილაძემ საჯარო ლექცია „ტატოს ცხოვრება“ წაიკითხა.
მე-11 კლასის მოსწავლეები სასკოლო პროგრამის მიხედვით რომანტიზმსა და რომანტიკოსთა შემოქმედებას სწავლობენ, ამიტომ მათთვის ძალიან საინტერესო იყო თანამედროვე მწერლის ლექცია, ერთ-ერთი უდიდესი რომანტიკოსი პოეტის ნ. ბარათაშვილის შესახებ. მწერალმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნ. ბარათაშვილისა და გრ. ორბელიანის ურთიერთობა; ტატოს ცხოვრების უცნობი ფაქტები; ნ. ბარათაშვილის ოჯახი, მეგობრები, განათლების წლები და ტატოს თანამედროვე თბილისის კულტურული ცხოვრება.