კომაროვის კურსდამთავრებული, მარიამ არუსტაშვილი 2017 წლის მისაღები გამოცდების საგრანტო ქულების მიხედვით, საქართველოში პირველ ადგილზეა!
- 29 სექტემბერი, 2017
მარიამმა ზოგად უნარებში 79, ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 80, ინგლისურში - 87, მათემატიკაში - 56 , ხოლო ფიზიკაში 66 ქულა აიღო. მისი შედეგი ზოგად უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოში ყველაზე მაღალია.
მარიამს უნივერსიტეტში მოსახვედრად ინგლისურის გარდა არც ერთ საგანში არ ყოლია კერძო მასწავლებელი. მან 100-პროცენტიანი გრანტით „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. იმის გამო, რომ მარიამი ფაკულტეტზე ქულების რაოდენობით პირველია, პირველ წელს უნივერსიტეტი სახელმწიფო დაფინანსების გარდა, დარჩენილ გადასახადს სრულად დაუფინანსებს.
კომაროვის სკოლა მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მარიამს!