კომაროვის სკოლაში, მოსწავლეზე ზრუნვის სამსახურის ორგანიზებით და ბერგოფის ფონდის მხარდაჭერით ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და განხილვა გაიმართა.

კომაროვის სკოლაში, მოსწავლეზე ზრუნვის სამსახურის ორგანიზებით და ბერგოფის ფონდის მხარდაჭერით ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და განხილვა გაიმართა. აუდიო ინტერვიუებში განხილული იყო ომის მონაწილეების ისტორიები, რომელიც დაკავშირებულია ომთან და მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდთან.

შეხვედრაში ერთობლივი მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ინტერვიუების მოსმენის შემდეგ, განხილული საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

მონაწილეთა დიდი დაინტერესების გამო აღნიშნული ტიპის შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმა.

შეხვედრას ფასილიტირებას უწევდა კონფლიქტოლოგი ქეთევან ვასაძე და ბერჰოფის ფონდის კავკასიური პროგრამის ადგილობრივი კოორდინატორი შოთა შველიძე.

 


ზემოთ