ინტელექტუალურ თამაშში „რა სად როდის?“ ფინალში გამარჯვებული მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეების, საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა
- 20 ივნისი, 2017
2017 წლის 16 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით კომაროვის სკოლის პედაგოგები (დიანა არჯევიძე და ნინო ნავერიანი) გეგმავენ საზაფხულო სკოლის მოწყობას ბაკურიანში, რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალურ თამაშში „რა სად როდის?“ ფინალში გამარჯვებული მეშვიდე, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებისათვის. წარმოგიდგენთ, საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამას:
* ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი კომფორტული ავტობუსით;
* სასტუმროში განთავსება;
* სამჯერადი კვება;
* შემეცნებითი, გასართობი, ინტერაქტიული სემინარები;
* პრიზები და საჩუქრები;
* საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა;
* ფოტო-ვიდეო მომსახურება;
* 2 ექსკურსია;
* ლაშქრობა;
* სიგელი და სერთიფიკატი.
დეტალური პროგრამა:
8:30 - დილის ვარჯიში
9:00 - საუზმე
10:00 - სემინარი (ვერბალური და მეტყველებითი ნაწილი)
12:00 - თავისუფალი დრო: სხვადასხვა თამაშები (ფეხბურთი, ბადმინტონი, სხვა.)
13:00 - ექსკურსია, ლაშქრობა ან ფიზიკური თამაშები
14:00 - სადილი
16:00 - სემინარი (გასართობი ნაწილი/ინტერაქტიული თამაშები)
18:00 - თავისუფალი დრო
19:00 - ვახშამი
20:00 - წვეულება, ღონისძიება, კარაოკე, სპექტაკლი ან რუსულენოვანი ფილმი.