ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის (IYPT) თბილისის შესარჩევი ტურის შედაგად არჩეულ საქართველოს 5 კაციანი ნაკრებში 4 კომაროველია!

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი (International Young Physicists' Tournament ან IYPT) არის გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო სამუშაოებში, შესაბამისად შეჯიბრის ფორმატი მიახლოებულია კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნების საერთაშორისო სტანდარტებთან. ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ტურნირში მონაწილეობა არ მოითხვოს შეზღუდულ დროში მოცემული სტანდარტის ამოცანების გაკეთების უნარს. ყოველწლიურად, ზაფხულში 17 ამოცანა ხდება ცნობილი და მათზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები თვითონ წყვეტენ თუ როგორ მიუდგებიან მოცემულ პრობლემას, რაც მათში ამოცანაზე შემოქმედებითად მიდგომის და სწორი კითხვის დასმის უნარს ანვითარებს. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია მოხსენების ეტაპი, ანუ თვითონ ტურნირის მიმდინარეობის პროცესი, სადაც გადამწყვეტია ორიგინალური კითხვებისა და ჭკვიანური პასუხების სწრაფად მოფიქრების უნარი. მოსწავლეები საკუთარი კვლევის მოხსენებასა და სხვისი ნაშრომების ობიექტურ, მეცნიერულ კრიტიკას ეჩვევიან.

IYPT-ის შესარჩევი ტური, თბილისშიც ჩატარდა რომლის შედაგადაც საქართველოს 5 კაციანი ნაკრები შეარჩიეს; ნაკრების შემადგენლობის 5 წევრიდან, 4 არის კომაროვის, ხოლო 1 ვეკუას სკოლის მოსწავლე. გამარჯვებული კომაროვის მოსწავლეები არიან: დემეტრე დევიძე, მარიამ ჭილაია, სერგო პოლიაკოვი და გიგი ბუთბაია; ვეკუას მოსწავლე: ზურა ჯაში. 5 კაციანი ნაკრები 4 ივლისს სინგაპურში გაემგზავრება და საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში მონაწილეობას მიიღებს.

წინა წლის საქართველოს გუნდში 5 წევრიდან, 4 კომაროველი იყო. ასევე საქართველოს ნაკრებს აქვს მოპოვებული გუნდური ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში.

კომაროვის სკოლა, წარმატებას უსურვებს ქართველ ახალგაზრდა ფიზიკოსებს.


ზემოთ