კომაროვის სკოლაში, მოსწავლეზე ზრუნვის სამსახურის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთა მიერ ტრენინგები ჩატარდა!

კომაროვის სკოლაში მოსწავლეზე ზრუნვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის ეტაპზე, გათვალისწინებული იურიდიული კლინიკის ფარგლებში რაც გულისხმობს მაგისტრანტთა მიერ სკოლის ბავშვებისათვის ტრენინგთა კურსის ჩატარებას (ჯამში 12 ტრენინგი).

რაც შეეხება ტრენინგების თემატიკას, ის მოიცავდა რვა სავალდებულო და ოთხ არჩევით თემას. სავალდებულო თემებია: სამართალი და სამართლებრივი სისტემები, კონსტიტუცია და დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, არასრულწლოვნის უფლებები და მოლაპარაკების წარმოება.

ხსენებული 12 ტრენინგიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს, ქვეყნის კანონმდებლობას და მოქალაქის უფლებებს. ასევე, სამოქალაქო განათლებისათვის აუცილებელ ინფორმაციას.

სწავლების დროს გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები: ჯგუფური სამუშაოები, პრაქტიკულ აქტივობები, მხიარული თამაშები, შეჯიბრებები და სხვა.

კურსის მიზანია მოსწავლეებში სამართლის და, ზოგადად, ქვეყნის კანონმდებლობის პოპულარიზება. ასევე, მათი მოქალაქეობრივი მართლშეგნების ამაღლება. 

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეზე ზრუვნის სამსახურსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს საინტერესო ტრენინგისთვის. 


ზემოთ