კომაროვის მოსწავლეები HMC პროგრამის მეშვეობით დიდი ბრიტანეთის წამყვან კოლეჯებში, უმაღლესი დაფინანსებით სწავლას გააგრძელებენ!

HMC-ის პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ბრიტანეთის წამყვან სკოლებში ერთი წლის განმავლობაში. HMC პროგრამა ჩატარდა საქართველოს მასშტაბითაც, სადაც ამოარჩიეს 12 მოსწავლე, აქედან 5 კომაროველი. სამ მოსწავლეს გამოეყო 100%-იანი დაფინანსება, თითოულს დაახლოებით 35 000 ფუნტი სტერლინგი, ხოლო ორს - 80%-იანი დაფინანსება, რაც დაახლოებით 30 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. კომაროვის სკოლის რჩეული მოსწავლეები არიან: დემეტრე დევიძე, ზურაბ ჩარკვიანი, ლაშა თარგამაძე, მიშო გაბუნია და დავით ვეფხვაძე.  ისინი სწავლას გააგრძელებენ  A level პროგრამაზე დიდი ბრიტანეთის წამყვან კოლეჯებში: Bradfield College, The Christ Hospital, Tonbridge School, Chigwell School და Oswestry School.

HMC პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი ან მიმართეთ კომაროვის სკოლის მოსწავლეს დემეტრე დევიძეს, ელექტრონულად ან ნომერზე: 592 211 161.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს! 


ზემოთ