კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვება მოიპოვეს!
- 09 ივნისი, 2017
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია და მას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისი მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა.
მესამე ტურში გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომლებიც ენის კურსებზე ინგლისის „Headington Oxford"-ისა და „Oxford College"-ის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან, ერთ-ერთი გამარჯვებული კომაროვის სკოლის მოსწავლე თეკლე დოლიძეა. ასევე გამოვლინდა 23 დამატებითი გამარჯვებული, რომლებიც ლეპტოპებით და საქართველოს საზაფხულო ბანაკებში ტურებით დასაჩუქრდნენ, კომაროვის სკოლის მოსწავლე მარიამ არუსტაშვილი ერთ-ერთი გამარჯვებულთაგანია. სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებლის სიგელი კი კომაროვის სკოლის მასწავლებელს ანდრია კორძაიას გადაეცა.
კომაროვის სკოლა ულოცავს ანდრია კორძაიას, თეკლე დოლიძეს და მარიამ არუსტაშვილს ამ გამარჯვებას!