მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი

ცოტა ხნის წინ ანაკლიაში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გოგონათა შორის, რომელშიც X¹ კლასის მოსწავლემ, ანი ფიროსმანაშვილმა, პირველი ადგილი დაიკავა. ამ წარმატების საფუძველზე, კომაროვის სკოლის გუნდი მონაწილეობას მიიღებს სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ტურნირში, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართება და მას ისრაელის ქალაქი ეილათი უმასპინძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის შეჯიბრში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.

კომაროვის სკოლიდან აღნიშნულ ჩემპიონატში საასპარეზოდ ისრაელში გაემგზავრება გოგონათა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ნათია ქურხილავა, სალომე ლომაძე, ანი ფიროსმანაშვილი, ნინო ცოცხალაშვილი.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მსოფლიო ტურნირზე ასპარეზობაში.


ზემოთ