კომაროვის სკოლას მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის) წარმომადგენელი ეწვია!

ბოლო 4 წელია, ყოველწლიურად საქართველოს  სკოლის 1 კურსდამთავრებული MIT-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ხდება. მათგან სამი - გიორგი ცხადაძე,  დიმიტრი ცხოვრებაძე და ელენე მაჩაიძე კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია; აკაკი მარგველაშვილი კი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული.

კომაროვის სკოლისა და კლუბი „კომაროველის“ მოწვევით საქართველოში MIT-ის სტუდენტთა მიღების  სამსახურის წარმომადგენელი, ქალბატონი მორა მერფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სკოლისა და კლუბის წარმომადგენლებთან, ჩატარდა პრეზენტაციები კომაროვის სკოლის საშუალო საფეხურისა   და სხვა სკოლების მოწვეულ მოსწავლეებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია MIT-ში საბუთების მიღების, გადარჩევის, სტიპენდიებისა და უნივერსიტეტის  კულტურის შესახებ. ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილიც მე-9 კლასის მოსწავლეებთან.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის MIT-ის სტუდენტთა მიღების სამსახურის წარმომადგენელს, ქალბატონ მორა მერფის, MIT-ის სტუდენტს დიმიტრი ცხოვრებაძეს, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა უნივერსიტეტის მიღების სამსახურთან დაკავშირება, კლუბ „კომაროველს“ და ყველა სხვა მონაწილეს ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის. 


ზემოთ