კომაროვის სკოლაში მეშვიდე, მერვე და მეათე კლასებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა!
- 22 მაისი, 2017
კომაროვის სკოლაში, ისტორიის პედაგოგის დიანა არჯევანიძის ორგანიზებით - მეშვიდე, მერვე და მეათე კლასებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.შეჯიბრის დროს დასმული კითხვები ეხებოდა ისტორიისა და ლოგიკის სხვადასხვა საკითხებს. საფინალო შეხვედრისთვის თითო კლასში თითო გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ფინალური შეხვედრის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდება.
აღსანიშნავია, ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარი, რომელიც ბავშვებმა თავიანთი გუნდების წარმოსადგენ ანუ მისასალმებელ ნომერში გამოამჟღავნეს. შეჯიბრის დროს წარმოდგენილი იყო ჟიურიც, რომლებმაც ობიექტურად შეაფასეს გუნდები.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.