კომაროვის მოსწავლეების პროექტ - გაკვეთილი
- 22 მაისი, 2017
მე-7 მეექვსე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თამარ ჩხაიძე) მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე ,,რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი’’. მათ გადაწყვიტეს მოენახულებინათ ისტორიული ძეგლები და შეედგინათ გზამკვლევი ქართველი თანატოლებისთვის და ასევე, იმ ადამიანთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხუროთმოძღვრული ძეგლების ,,თავგადასავლებით’’. ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის, ვინც ხშირად დადის ექსკურსიაზე და აინტერესებს, თუ რა ისტორიული ფაქტი იმალება თითოეული ძეგლის მიღმა.
ჩვენ მიერ შექმნილი ,,ცნობარი-გზამკვლევი’’ კი ყველას დაეხმარება, რათა ოპერატიულად მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და შესაბამისად დაგეგმონ დღე. ამ მიზნით, 12 მაისს, მე-7 კლასელები გაემგზავრნენ ბორჯომის ხეობაში; მოინახულეს ბორჯომის ღირშესანიშნაობანი და სოფელ ტიმოთეს უბნის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის მე-13 საუკუნის მონასტერი, მწვანე მონასტერი; შექმნეს გზამკვლევი და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.