კომაროვი შენთან ახლოს - კომაროვის შაბათის სკოლა ახლა უკვე მუხიანსა და ისანშიც იხსნება!
- 12 ოქტომბერი, 2026
მათემატიკისა და ლოგიკის სწავლა კომაროვის უნიკალური პროგრამით ახლა კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს შეუძლია - შაბათის სკოლა ახალ სასწავლო წელს პრომეთეში (მუხიანში) და SEU-ში (ისანში) ახალი ფილიალებით ხვდება.
პროექტი განკუთვნილია III, IV, V და VI კლასის მათემატიკითა და ლოგიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, კომაროვის შაბათის სკოლის სპეციალური პროგრამით განივითარონ ლოგიკური, კრიტიკული და რაოდენობრივი აზროვნება, გაიღრმავონ მათემატიკის ცოდნა და, რაც მთავარია, აღმოაჩინონ, რომ მათემატიკა მხოლოდ სასკოლო საგანი კი არა, საინტერესო ამოცანებისა და ახალი აღმოჩენების სამყაროა.
პროექტის მიზანი და პროგრამა
სწავლების მეთოდოლოგია: სწავლება წარიმართება ზუსტად იმავე სასწავლო პროგრამითა და სპეციალური კრებულებით, რომლებიც გამოიყენება კომაროვის „შაბათის სკოლაში“. მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი სასწავლო ლიტერატურით.
სასწავლო პროცესს კომაროვის სტანდარტის შესაბამისად შერჩეული მასწავლებლები. წარმართავენ
ფილიალებში მოქმედებს კომაროვის „შაბათის სკოლის“ შეფასების ერთიანი სისტემა. ფილიალების მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელ წერებსა და ოლიმპიადებში, რომლებშიც „შაბათის სკოლის“ მოსწავლეები მონაწილეობენ.
სასწავლო ფორმატი და განრიგი
ლოკაცია:
შაბათის სკოლა პრომეთეში: „სკოლა-ლიცეუმი პრომეთე“, ქ. თბილისი, მუხიანი IVბ მ/რ.
შაბათის სკოლა SEU-ში: “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი”, ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა N 9 .
სიხშირე: მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ
შაბათის სკოლა პრომეთეში - მხოლოდ შაბათს:
III, IV, V და VI კლასებში: 10:00-13:00 ან 14:00-17:00 - საათიან ცვლებში.
შაბათის სკოლა SEU-ში - მხოლოდ კვირას:
III და IV კლასებში: 10:00-13:00 ან 14:00-17:00 -საათიან ცვლებში;
V და VI კლასებში: 9:30-12:30 ან 13:30-16:30 -საათიან ცვლებში.
ხანგრძლივობა: 3 საათი (თითოეული შეხვედრა შესვენებებით);
თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა:
მე-3 კლასი -17 მოსწავლე;
მე-4 კლასი -18 მოსწავლე;
მე-5 და მე-6 კლასი - 20 მოსწავლე.
პროგრამის სტრუქტურა: სასწავლო წელი დაყოფილია 3 მოდულად. თითოეული მოდული მოიცავს 12 მეცადინეობას, ანუ 3 თვეს.
სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღი:
24 ოქტომბერი - პრომეთეს ფილიალისთვის; 25 ოქტომბერი - SEU-ს ფილიალისთვის.
სწავლის საფასური და პირობები
ახალი მოსწავლისთვის 1 მოდულის (12 მეცადინეობა, 3 თვე) საფასური შეადგენს 600 ლარს;
ძველ მოსწავლეებს სწავლის საფასური უნარჩუნდებათ და არის იგივე, რაც იყო წინა წელს.
თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე სწავლობს შაბათის სკოლაში, პირველი მოსწავლისთვის მოდულის საფასური იგივეა, წინარე აღწერილი პირობების შესაბამისად, ხოლო ყოველი მომდევნო მოსწავლისთვის ერთი მოდულის საფასური 300 ლარს შეადგენს.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა:
კომაროვის შაბათის სკოლა პრომეთეში (მუხიანი): https://forms.gle/3pfakQxcraruYxgb8
კომაროვის შაბათის სკოლა SEU-ში (ისანი): https://forms.gle/4jvrDUAVcYWiRvdE8
ფორმის შევსების შემდეგ, 20–22 ოქტომბრის პერიოდში, დაგიკავშირდებათ ფილიალის მენეჯერი, რომელიც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სასწავლო ჯგუფისა და გადახდის პროცედურის შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
შაბათის სკოლა პრომეთეში : 568 15 27 99
ელ-ფოსტა:shabatisskolapromete@gmail.com
შაბათის სკოლა SEU-ში: 557 036 630
ელ-ფოსტა::shabatisskolaseu@gmail.com
Facebook: www.facebook.com/komarovi199/
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
