კომაროვის სკოლის გოგონების გუნდმა სპორტული ჩემპიონატის მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი დაიკავა!

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სასკოლო სპორტული ჩემპიონატი ჩაატარა. გაიმართა თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს შესარჩევი ტურები. კომაროვის სკოლის გოგონების გუნდმა ორივე შესარჩევ ტურში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა მაგიდის ჩოგბურთში. კომაროვის გუნდის შემადგენლობა ასეთია: ანი ფიროსმანიშვილი, სალომე ლომაძე, ნანა როგავა და მარიამ გურჯიევი.

შემდეგი ეტაპი, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი და სუპერ-ფინალი წინა წლის გამარჯვებულთან შეხვედრაა. საბოლოო გამარჯვებული კი ბრაზილიაში მსოფლიოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება.

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ. 

 


ზემოთ