„შაბათის სკოლაში“ 2026-2027 სასწავლო წლისთვის ძველი მოსწავლეებისათვის და მათი და-ძმებისთვის რეგისტრაცია 10 აგვისტოს, საყოველთაო რეგისტრაცია კი 13 აგვისტოს დაიწყება!
- 05 აგვისტო, 2026
თბილისის „შაბათის სკოლის“ დასწრებული ჯგუფების
2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაცია
შაბათის სკოლა არის უნიკალური სამ მოდულიანი პროგრამა, რომელიც შედგენილია მესამე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის. პროგრამა ყველა კლასისათვის ფუნქციონირებს როგორც მათემატიკის ასევე ინფორმატიკის მიმართულებით.
შაბათის სკოლაში სასწავლო წელი დაყოფილია სამ მოდულად. თითოეული მოდული სამთვიანია და მოიცავს 12 მეცადინეობას. დასვენების დღეების კალენდარი დარეგისტრირებულ მოსწავლეებს მიეწოდებათ დამატებით.
რეგისტრაციის პერიოდი: 10.08.26 - 11.09.26
შაბათის სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
მითითებები რეგისტრაციისათვის:
· რეგისტრაციამდე, გაეცანით შაბათის სკოლის მომსახურების პირობებს: დეტალური ინფორმაცია პროექტის სწავლებასა და ღირებულებაზე.
· ონლაინ რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინსტუქციისთვის იხილეთ ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი.
· ონლაინ სარეგიტრაციო საიტზე (reg.komarovi.edu.ge) ანგარიშის შექმნა ან არსებული ანგარიშის პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ) უკვე შესაძლებელია. ძველი თუ ახალი მოსწავლეების დარეგისტრირება ქვემოთ აღნიშნულ თარიღებში დაიწყება, თუმცა წინასწარ ანგარიშის შექმნა დროს დაგიზოგავთ რეგისტრაციისას. დეტალური ინსტუქციისთვის იხილეთ ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი.
· მხოლოდ ძველ მოსწავლეებს 9 აგვისტოს დაეგზავნებათ რეგისტრაციისთვის საჭირო სარეგისტრაციო კოდი. ახალ მოსწავლეებს სარეგისტრაციო კოდი არ სჭირდებათ.
· ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმა იმუშავებს 10.08.26-11.09.26 პერიოდში 08:00-23:59 საათებში.
· ადგილზე რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან - 17:00 საათამდე.
მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119
· ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სატელეფონო მხარდაჭერა შესაძლებელი იქნება 11:00-17:00 საათებში 10 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა): ტელ: 2 399313, 2 396796.
ძველი მოსწავლეებისა და მათი და-ძმების
რეგისტრაცია: 10 აგვისტოდან
იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც დაასრულეს შაბათის სკოლის 2025-26 სასწავლო წლის მესამე მოდული, ონლაინ ან ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10 აგვისტოს 11:00 საათიდან.
ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია 10, 11 და 12 აგვისტოს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 11:00-17:00 საათებში (13 აგვისტოდან, საყოველთაო რეგისტრაციის დროს, ეს შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმშიც)
10-12.08.26 პერიოდში შესაძლებელი იქნება :
· ძველი მოსწავლეების რეგისტრაცია (კოდის გააქტიურება) - ონლაინ ან ადგილზე
· ძველი მოსწავლეების მობილობა (ჯგუფის შეცვლა) - ონლაინ ან ადგილზე
· ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია - მხოლოდ ადგილზე.
ძველ მოსწავლეებს ადგილები ენახებათ 1 სექტემბრამდე. მათ, ვისაც სურს 2026-27 სასწავლო წელს სწავლის გაგრძელება, ამ დრომდე უნდა გაააქტიურონ სარეგისტრაციო კოდი და გადაიხადონ პირველი მოდულის საფასური.
იმ მოსწავლეებმა, რომლებიც 2025-26 სასწავლო წელს სარგებლობდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახის საშეღავათო პირობებით, სარეგისტრაციო ოფისში 17.08.26 - 1.09.26-მდე უნდა წარადგინონ ახალი ამონაწერი (არაუმეტეს 1 კვირის აღებული), მშობლის დაბადების და მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლები.
საყოველთაო რეგისტრაცია: 13 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით
ახალი მოსწავლეებისათვის ონლაინ ან ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება
13 აგვისტოს 11:00 საათიდან.
ძველი მოსწავლეების ან მათი და-ძმების რეგისტრაცია კვლავ იქნება შესაძლებელი როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე
სწავლის საფასური
შაბათის სკოლაში სასწავლო წელი დაყოფილია სამ მოდულად. თითოეული მოდული მოიცავს 12 მეცადინეობას, ანუ 3 თვეს.
თითოეული მოდულის ღირებულება:
მათემატიკის მოდული:
Ø ახალი მოსწავლისათვის ერთი მოდულის ღირებულება - 600 ლარი.
Ø ძველ მოსწავლეებს სწავლის საფასური უნარჩუნდებათ და არის იგივე, რაც იყო წინა წელს.
Ø თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე სწავლობს შაბათის სკოლაში, პირველი მოსწავლისთვის მოდულის საფასური იგივეა, წინარე აღწერილი პირობების შესაბამისად, ხოლო ყოველი მომდევნო მოსწავლისთვის ერთი მოდულის საფასური 300 ლარს შეადგენს.
ინფორმატიკის მოდული:
ინფორმატიკის მოდულის ღირებულება ერთი მოსწავლისათვის 240 ლარია.
სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი (5 შვილი ან მეტი) ოჯახების შემთხვევაში, საშეღავათო პირობები იხილეთ პროექტის დეტალურ ინფორმაციაში.
ახალმა მოსწავლეებმა ადგილის შესანარჩუნებლად, პირველი მოდულის საფასური უნდა დაფარონ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა.
ძველმა მოსწავლეებმა პირველი მოდულის საფასური უნდა დაფარონ 1 სექტემბრამდე.
მოდულის გადასახადის ანგარიშსწორება ხდება შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE 22
სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499
იხილეთ ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია.
ზემოთ მითითებული ინფორმაცია ეხება მხოლოდ თბილისის შაბათის სკოლის დასწრებული ჯგუფების მეცადინებობებს. მეცადინეობები ტარდება კომაროვის სკოლაში, მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49.
შაბათის სკოლის დისტანციური სწავლების ჯგუფებში რეგისტრაციისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ: 2 399313, 2 396796.
E-mail: shabatisskola@komarovi.edu.ge
Facebook: www.facebook.com/komarovi199/
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
