ინფორმაცია მე-7 კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით !

მე-7 კლასში მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება იწყება 29 ივლისს და სრულდება 21 აგვისტოს. 

2026 წლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად (18 ივლისის წერით) სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხება 125 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, აგრეთვე დამატებით 3 მოსწავლე, რომლებმაც მიიღეს რეიტინგით 125 -ე ადგილზე მყოფი მოსწავლის მსგავსი ქულა. 

სკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 35 ქულა ან მეტი. 


2026 წლის შაბათის სკოლის მე-6 კლასის III მოდულის შემაჯამებელი წერით (27 ივნისის წერით) სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 50 მოსწავლე - მოსწავლეები რომლებმაც III მოდულის შემაჯამებელ წერაზე, მიიღეს 40,9 ქულა ან მეტი. 

2026-2027 სასწავლო წელს კომაროვის სკოლის მე-7 კლასში გადმოსასვლელად, ზემოთაღნიშნული მოსწავლეების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადება უნდა დაწერონ სკოლის კანცელარიაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N 49) 29 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე. 


განცხადების წარდგენის წესი: განცხადება იწერება ადგილზე მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ. აუცილებელია თან იქონიოთ: განცხადების დამწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ინფორმაცია მოსწავლის ამჟამინდელი სკოლის შესახებ და მოსწვალის იურიდიული და ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ (განცხადება დაგჭირდებათ იმ სკოლაშიც). განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს. სხვა პირები (და, ძმა, ბებია, ბაბუა და სხვ.) არ არიან უფლებამოსილნი, თუკი არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი. 

 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784