კომაროვის სკოლის მოსწავლეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), იუსტიციის სამინისტროს და Atipfund-ის წარმომადგენლები, ტრეფიკინგის თემაზე ესაუბრნენ.
- 18 მაისი, 2017
16 მაისს კომაროვის სკოლის მეცხრე (მე-2) კლასის მოსწავლეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), იუსტიციის სამინისტროს და სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (Atipfund) წარმომადგენლები, ტრეფიკინგის თემაზე ესაუბრნენ. მოსწავლეები ამჟამად პედაგოგ ანდრო კორძაიასთან ერთად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე სწორედ ტრეფიკინგის თემას გადიან.
შეხვედრის დროს, ნაჩვენები იყო ფილმი სახელწოდებით „გზა თავისუფლებისკენ“, რომელიც მოგვითხრობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის თანამედროვე და წარსულ პრაქტიკაზე. საქართველოს კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საზოგადოების დამოკიდებულებაზე ტრეფიკინგის და განსაკუთრებით სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლთა მიმართ - ხშირად, ისინი დახმარებისთვისაც კი ვერ მიმართავენ შესაბამის ორგანიზაციებს საზოგადოების შესაძლო მწვავე რეაქციის გამო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, თავის დაცვის მექანიზმების შესახებ, იმისთვის რომ არ გავხდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.
კომაროვის სკოლა დიდ მადლობას უხდის სამივე წარმომადგენელს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საინტერესო დისკუსიისათვის.