კომაროვის სკოლაში სპექტაკლი "ოქროს საწმისის ლეგენდა" გაიმართა!

5 მაისს კომაროვის სკოლაში მერვე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სპექტაკლი „ოქროს საწმისის ლეგენდა“ გაიმართა. სპექტაკლი მოსწავლეებმა და კომაროვის სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, თამუნა ბედნიაშვილმა სრულიად ინგლისურ ენაზე შექმნეს. მონაწილეები და ორგანიზატორები 9 მაისს იტალიის ქალაქ, სირაკუზაში ძველ ბერძნულ მითოლოგიებთან დაკავშირებულ, რიგით 23-ე ფესტივალზე გაემგზავრებიან და იქაურ მაყურებელს ოქროს საწმისის ლეგენდის შესახებ ულამაზეს სანახაობას შესთავაზებენ.


კომაროვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის მერიას, სცენარის ავტორს - ნინო სადღობელაშვილს, კომაროვის კურსდამთავრებულს - გუჯა ჩიბურდანიძეს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ სპექტაკლის შექმნაში მონაწილეობდა. 


ზემოთ