კომაროვის მერვე კლასის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ
- 10 აპრილი, 2017
კომაროვის მერვე (2) კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია მენთეშაშვილი) ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ. ექსკურსიის მიზანი იყო, ბავშვები გაცნობოდნენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ ხანძთის მონასტერში შეიქმნა. ცენტრში ვიზიტისას მოსწავლეებმა გააცნობიერეს ხელნაწერთა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. ისინი უკეთ გაეცნენ ხელნაწერთა წარმოშობასა და მათ თავგადასავალს.
ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში კომაროველებს თბილი და კეთილგანწყობილი თანამშრომლები დახვდათ, რომლებმაც ბავშვებისთვის საინტერესო ყველა კითხვასა და საკითხზე ამომწურავად გასცეს პასუხი. ცენტრის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები (ადიშის, პარხლის, ჯრუჭის ოთხთავებზე). კვლევა წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით; კერძოდ, გრიგოლ ხანძთელი და მასთან მოღვაწე შატბერდელი წმინდა მამები, საწერი მასალის სათავეებთან (წიგნის შექმნის გენეზისი), ადიშის, პარხლის, ჯრუჭის ოთხთავების თავგადასავალი.