კომაროვის სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის კვლავ პირველადგილოსანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა მათემატიკასა და ფიზიკაში!
- 18 ოქტომბერი, 2024
კომაროვის სკოლა 2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის კვლავ პირველადგილოსანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა მათემატიკასა და ფიზიკაში.
2023-24 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დააჯილდოვეს.
2023-2024 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 27 კომაროველია, მათ შორის 15-მა პირველი, მეორე ან მესამე ადგილი აიღო. მათემატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული 15 მოსწავლიდან 10 კომაროველია, ხოლო ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებიდან ყველა კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული კომაროველები არიან:
1. დავით კლდიაშვილი XII კლასი, მათემატიკა - პირველი ადგილი;
2. გიორგი ქსოვრელი X კლასი, მათემატიკა - პირველი ადგილი;
3. ლუკა თვალავაძე XI-XII კლასი, ფიზიკა - პირველი ადგილი;
4. თორნიკე ცაძიკიძე XI – XII კლასი, ფიზიკა - პირველი ადგილი
5. ნიკოლოზ თავხელიძე X კლასი, ფიზიკა - პირველი ადგილი;
6. ქეთევან დვალიშვილი X-XI-XII კლასი, ფრანგული ენა - პირველი ადგილი;
7. გიორგი კეკენაძე XI-XII კლასი, მათემატიკა - მეორე ადგილი;
8. მირზა შანიძე X კლასი, მათემატიკა - მეორე ადგილი;
9. ცოტნე გიორგაძე X კლასი, ფიზიკა- მეორე ადგილი;
10. მიხეილ კახნიაშვილი X-XI-XII კლასი, ქართული ენა - მეორე ადგილი
11. ლუკა გოგელია X-XI-XII კლასი, გეოგრაფია - მეორე ადგილი
12. ლუკა წულაია XI- XII კლასი, მათემატიკა - მესამე ადგილი;
13. ალექსანდრე კაცია X კლასი, მათემატიკა -მესამე ადგილი;
14. დავით კლდიაშვილი XI-XII კლასი, ფიზიკა - მესამე ადგილი;
15. ნოდარ გოროზია X კლასი,ფიზიკა - მესამე ადგილი;
16. ნიკოლოზ ფიცხელაური X კლასი, მათემატიკა - გამარჯვებული
17. ტატო ლურსმანაშვილი X კლასი, მათემატიკა - გამარჯვებული;
18. დავით ძაძამია X კლასი, მათემატიკა - გამარჯვებული;
19. აკაკი ქრისტესიაშვილი X კლასი, მათემატიკა - გამარჯვებული;
20. ირაკლი მექვაბიშვილი XI-XII კლასი, ფიზიკა - გამარჯვებული;
21. არჩილ ზაბახიძე XI-XII კლასი, ფიზიკა - გამარჯვებული;
22. ნიკოლოზ ფიცხელაური X კლასი, ფიზიკა - გამარჯვებული;
23. ნიკოლოზ შამუგია X კლასი, ფიზიკა - გამარჯვებული;
24. გიორგი პეტუაშვილი X კლასი, ფიზიკა - გამარჯვებული;
25. მერაბ სტეფანოვი X კლასი, ფიზიკა - გამარჯვებული;
26. არჩილ ზაბახიძე X-XI-XII კლასი, ქიმია - გამარჯვებული;
27. ნოდარ ენდელაძე X-XI-XII კლასი, ისტორია - გამარჯვებული.
აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა, ნიკოლოზ ფიცხელაურმა და არჩილ ზაბახიძემ ორ საგანში გაიმარჯვეს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ნოდარ გოროზიამ, ალექსანდრე კაციამ, ნიკოლოზ შამუგიამ და მერაბ სტეფანოვმა გაიმარჯვეს მაღალი კლასის შესაბამის კატეგორიაში.
2023-24 სასწავლო წელს ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 16 კომაროველია. მათ შორის სამივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ინფორმატიკის ეროვნული ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების 80%-მდე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
2023-24 წლის ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებული კომაროველები არიან:
1. ირაკლი სულამანიძე - XI-XII კლასი, პირველი ადგილი.
2. საბა ფერაძე - IX-X კლასი, პირველი ადგილი.
3. მათე რეხვიაშვილი - VII-VIII კლასი, პირველი ადგილი.
4. ნინო ჩხაიძე - XI-XII კლასი, მეორე ადგილი.
5. დავით ძაძამია - IX-X კლასი, მეორე ადგილი.
6. გიორგი მაისურაძე VII-VIII კლასი, მეორე ადგილი.
7. საბა ცირეკიძე - XI-XII კლასი, მესამე ადგილი.
8. ნიკოლოზ თავხელიძე -IX_X კლასი, მესამე ადგილი.
9. საბა გოდუაძე VII-VIII კლასი, მესამე ადგილი.
10. ნიკოლოზ მელიქიშვილი - IX-X კლასი, გამარჯვებული.
11. დავით ლომთაძე - IX-X კლასი, გამარჯვებული.
12. გვანცა ხვედელიძე - IX-X კლასი, გამარჯვებული.
13. ნიკოლოზ ყოჩაშვილი VII-VIII კლასი, გამარჯვებული.
14. ილია შინჯიაშვილი VII-VIII კლასი, გამარჯვებული.
15. ცოტნე მანდარია VII-VIII კლასი, გამარჯვებული.
16. ალექსანდრე ფეიქრიშვილი VII-VIII კლასი, გამარჯვებული.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!