კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ  შედეგები დარჩა უცვლელი.

 

2024 წლის მე-9 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 5 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე მიიღო 47,4 ქულა ან მეტი.

მე-9 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე


2024 წლის მე-10 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 9 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე მიიღო 36,1 ქულა ან მეტი.

მე-10 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე


2024 წლის მე-11 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 8 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე მიიღო 34,7 ქულა ან მეტი.

მე-11 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე
 

 2024-25 სასწავლო წელს კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასში  გადმოსასვლელად,  მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 7 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.

 

  მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტის ასლიც.   

განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე  (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება). 

  განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან  სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი,  არ არის უფლებამოსილი).  

  

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ