„შაბათის სკოლაში“ 2024-2025 სასწავლო წლისთვის ძველი მოსწავლეებისათვის და მათი და-ძმებისთვის რეგისტრაცია 6 აგვისტოს, საყოველთაო რეგისტრაცია კი 8 აგვისტოს დაიწყება!


   „შაბათის სკოლაში“  მოსწავლეების  რეგისტრაცია


 მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

 

პირველი ეტაპი -  6 და 7 აგვისტო:

·       მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს 2023-24  სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მობილობა (სხვა ჯგუფში გადასვლა),  როგორც ონლაინ (reg.komarovi.edu.ge), ასევე ადგილზე რეგისტრატორების დახმარებით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, კომაროვის სკოლა).

·       6  და 7  აგვისტოს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოსწავლეთა და-ძმების, რომლებმაც 2023-24  სასწავლო წელს დაასრულეს პროექტის მე-3 მოდული. 6 და 7  აგვისტოს, და-ძმების რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ადგილზე, კომაროვის სკოლაში.

·       ცხადია, და-ძმების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება  7  აგვისტოს მერეც. 8   აგვისტოდან როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

·       6  აგვისტოდან თითოეულ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს მეილი, ან თუ შარშან არის მეილი გააქტიურებული და დაავიწყდა პაროლი, აღადგინოს პაროლი.

·       კიდევ ერთხელ გავიმეორებთ,  6 და 7  აგვისტოს ახალი მოსწავლის რეგისტრაცია არ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება:

ა) ძველი მოსწავლეების მობილობა;

ბ) მეილის გააქტიურება;

გ) პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ)

დ) ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია (6 და 7   აგვისტოს ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე).

·       პირველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, ასევე რეგისტრაციის მე-2 ეტაპზეც.

·       ძველ მოსწავლეებს ადგილები ენახებათ 25 აგვისტომდე. ვისაც სურს 2024-25 სასწავლო წელს სწავლის გაგრძელება, ამ დრომდე უნდა გაააქტიუროს სარეგისტრაციო კოდი და გადაიხადოს პირველი მოდულის საფასური.

 

მეორე ეტაპი- 8 აგვისტო, 11:00-დან (საყოველთაო რეგისტრაცია)

·       რეგისტრაციას შეძლებს ყველა მსურველი როგორც ადგილზე-კომაროვის სკოლაში, ასევე ონლაინ, საიტზე: reg.komarovi.edu.ge

ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ახალმა მოსწვალეებმა პირველი მოდულის საფასური-450 ლარი-უნდა გადაიხადონ რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხევაში რეგისტრაცია გაუქმდება.

  იმ მოსწავლეებმა, ვინც 2023-2024 სასწავლო წელს სარგებლობდნენ საოციალურად დაუცველი ოჯახის საშეღავათო პირობებით, სკოლის ადმინისტრაციაში 25 აგვისტომდე უნდა წარადგინონ ახალი ამონაწერი(არაუმეტეს 1 კვირის აღებული), მშობლის დაბადების და მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლები.

ერთი მოდულის ღირებულება

ახალი მოსწავლეებისთვის ერთი მოდულის ღირებულება არის 450 ლარი.

ძველი მოსწავლეებისთვის მოდულის ღირებულება არის  იგივე,  რაც წინა სასწავლო წელს.

ინფორმატიკის ერთი მოდულის ღირებულებაა 180 ლარი.

სასწავლო წელი შედგება სამი მოდულისგან, შესაბამისად ყოველი მოდულის დაწყების წინ მშობელი იხდის მოდულის საფასურს.

სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი(7 შვილი ან მეტი) ოჯახების შემთხვევაში, საშეღავათო პირობები იხილეთ პროექტის დეტალურ ინფორმაციაში.

 

 

მოსწავლეების მობილობა:

  

მოსწავლეების მობილობა თავისუფალ ჯგუფებში შესაძლებელი იქნება სარეგისტრაციო პროცესის განმავლობაში, ძველი მოსწავლეებისათვის 6 აგვისტოდან, ახალი მოსწავლეებისათვის, რეგისტრაციის მომენტიდან, როგორც  ონლაინ, ასევე ადგილზე (დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ  რეგისტრაციის გზამკვლევში)

 

 

 

 ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ

გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაციამდე, გაეცნოთ შაბათის სკოლის მომსახურების პირობებს:

დეტალური ინფორმაცია პროექტის სწავლებასა და ღირებულებაზე შეგიძლიათ იხილეთ აქ. 

 

ონლაინ რეგისტრაციის სისტემა არ იმუშავებს 00 საათიდან  დილის 08 საათამდე.

ადგილზე რეგისტრაციია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 11:00-დან - 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119

ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2 399313, 2 396796 ; ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის საშუალებით: shabatisskola@komarovi.edu.ge, ან  facebook-ზე  www.facebook.com/komarovi199/ (ე.წ. ინბოქსში)

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის სწავლებასა და ღირებულებაზე შეგიძლიათ იხილეთ აქ.

 

ანგარიშის ნომერი.  მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE 22

სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499

 ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ