კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდნენ!
- 29 მარტი, 2017
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 12 თებერვალს ჩატარდა. მეორე ტურში 2100-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ორგანიზაცია „მოქალაქემ“ მესამე ტურში გადასული 202 მოსწავლე დააჯილდოვა. გამარჯვებულები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან, მათ შორის უპრეცენდენტო რაოდენობის კომაროვის სკოლის მოსწავლეები: მარიამ არუსტაშვილი, ანა ნიკოლეიშვილი, გიორგი გრიგოლია, მერი კავთელიშვილი, თეკლე დოლიძე, ნინო ლაგვილავა, გურამ ტყეშელაძე, ლუკა წულუკიძე, ბარბარე ჯანაშვილი, აკაკი ტყეშელაშვილი.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია და მას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისი მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა.
ოლიმპიადა წელს მესამედ იმართება. 2016-2017 წლებში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 28 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა, მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე მოსწავლეებმა გალის რაიონიდან.
ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება, ყველა მომდევნო ეტაპზე გადასული მოსწავლე იღებს პრიზს ორგანიზაცია „მოქალაქისაგან“, 20 გამარჯვებული გაემგზავრება ენის კურსებზე დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
კომაროვის სკოლა შემდეგ ტურშიც წარმატებებს უსურვებს ჩვენს მოსწავლეებს!