კომაროვის სკოლის მოსწავლეები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ
- 27 მარტი, 2017
16 მარტს კომაროვის სკოლის 8-8 და 8-5 კლასის მოსწავლეები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის, გაბაშვილისა და მაქსიმილიან ლუსის მსოფლიო შედევრები, რომლებიც კერძო კოლექციონერ დავით კობახიძეს ეკუთვნის. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ქართველ მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინების უნიკალური კოლექცია, ქართული ეროვნული სამოსის ნიმუშები, მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორის - პეტრე ჩაიკოვსკის თბილისურ პერიოდთან დაკავშირებული უნიკალური მასალა და მოისმინეს უამრავი საინტერესო ისტორია საქართველოს კულტურული ცხოვრებიდან.