კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 20 ივლისს ჩატარდება!
- 01 ივლისი, 2024
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 20 ივლისს ჩატარდება.
გამოცდის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის სტრუქტურა:
- ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
- 19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
- 6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
- ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა და საკონურსო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
- მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
- გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96 ; 557375969
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდული, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ისინი ითვლებიან რეგისტრირებულად. ამ მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან ID ბართი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!