კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი ,,ზვავი“ დადგეს!
- 19 ივნისი, 2024
6 და 7 ივნისს, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს თურქი მწერლის, თუნჯერ ჯეჯენოღლუს მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ზვავი“ წარუდგინეს.
სპექტაკლი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის, დრამის კლუბის ხელმძღვანელის თამარ ბენდიაშვილისა და სკოლის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, "შაბათის სკოლის" პედაგოგის, გიორგი მახათაძის რეჟისურითა და ხელმძღვანელობით დაიდგა.
სპექტაკლზე მუშაობა სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყო. თავდაპირველად ჩატარდა კასტინგი, რის შედეგადაც შესაბამის როლებზე შეირჩნენ მოსწავლეები:
ლიზი ჩაჩუა, ანდრია ადეიშვილი,საბა მახნიაშვილი, ანასტასია კვარაცხელია, ავთო გოგოლაძე, ანასტასია იზორია, ბარბარე მხეიძე, ლუკა ბუაჩიძე და მიხეილ ვაზაგაშვილი.
სპექტაკლმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. სასკოლო საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება და სპექტაკლი 7 ივნისს გაიმეორეს.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, რეჟისორებს, მოსწავლეთა განვითარების მიმართულების თანამშრომლებს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!